ეროვნული სატყეო სააგენტო გურიის რეგიონში, სოფელ სურებში რვა კილომეტრამდე მონაკვეთზე ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.
სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია, სამიზნე რეგიონებში (გურია, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი) კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის – ECO Georgia ფარგლებში, სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.
გზების რეაბილიტაციის პარალელურად, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების, დახარისხებისა და „საქმიან ეზოებში“ დასაწყობების სამუშაოებს ატარებს. ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, ჯამში, 54 „საქმიანი ეზოა“ მოწყობილი, საიდანაც მოსახლეობას შეუძლია სასურველ პერიოდში შეიძინოს საშეშე მერქანი.