სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი გამოეხმაურა. ირაკლი იზორიას განმარტებით, ახალი რეფორმის მეშვეობით საქალაქთაშორისო ავტოსადგურები მოწესრიგდება და მგზავრებს უსაფრთხო გადაადგილების საშუალება ექნებათ. მისი თქმით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მოხდება ავტოსადგურების სერტიფიცირება, რის შემდეგაც სატრანსპორტო კომპანიებს ვალდებულება ექნებათ კონკრეტულ რეგულაციებს დაექვემდებარონ. კანონპროექტში ასევე გაწერილი იქნება სამედიცინო ოთახების დამატება და მძღოლების სამედიცინო კუთხით შემოწმება.