16 სექტემბრიდან სკოლებში ახალი სასწავლო სეზონი იწყება.
ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება ის, რომ პირველკლასელებს კვლავ შეეძლებათ იაკობ გოგებაშვილის დედა ენით სწავლა.
განახლებულ სეზონს 700-მდე სკოლა ახალი ინფრასტრუქტურით და შენობით შეხვდება. თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები ზოგიერთ სასწავლო დაწესებულებაში ჯერ ისევ მიმდინარეობს, რის გამოც რამდენიმე სკოლაში სწავლის დაწყება, შესაძლოა, ორი კვირით გადაიდოს.
სკოლებში წელს ახალი საგანიც დაინერგება. მეშვიდე კლასის პროგრამას საგანი მოქალაქე ემატება.