საქართველოში ხორბლის წარმოება გამოწვევად რჩება.
წლიდან წლამდე ხორბლის სათესი ფართობების მოცულობა არ იზრდება, უცვლელია მოსავლიანობის მაჩვენებლებიც. ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 800 000 ტონა ხორბალს მოიხმარს, აქედან ადგილობრივ წარმოებაზე მხოლოდ 10 % მოდის. საქართველოს იმპორტის მაჩვენებლების შემცირების და ადგილობრივი წარმოების გააქტიურების საკმარისი რესურსი აქვს. პანდემიის პირობებში ხორბლის მსხვილმა მომწოდებლებმა ექსპორტზე გარკვეული შეზღუდვები და ლიმიტი დააწესეს, შედეგად კი პროდუქციის ფასმა მოიმატა.