150 სასტიპენდიო პროგრამას დააფინანსებს წელს განათლების საერთაშორისო ცენტრი.
ამ ეტაპზე ცენტრში უკვე 650-მდე განაცხადია შესული. საბოლოო შედეგები 25 ივლისს გახდება ცნობილი. მანამდე კი, შერჩევის მექანიზმზე დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად უმაღლესი განათლების საერთაშორისო ექსპერტები, ცენტრის კურსდამთავრებულები და შესარჩევი კომისიის წევრები ესწრებოდნენ.