ახალი სასტიპენდიო პროგრამები

განათლების საერთაშორისო ცენტრმა, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2020-2021 სასწავლო წლისთვის ექვსი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. ესენია: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები; სადოქტორო პროგრამები; სახელოვნებო აკადემიური პროგრამები; საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა; სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში და აკადემიური პროგრამები იტალიაში. პროგრამების წარდგენისას, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა საზოგადოებას პროგრამებით გათვალისწინებული გეგმების, ვადებისა და პროცედურების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.