განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით განათლების მინისტრმა მიმართა და სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით განათლების საერთაშორისო ცენტრის დაარსების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების ფარგლებში, გიორგი ამილახვარმა სპეციალური პრიზები გადასცა საქართველოში საფრანგეთის, შეერთებული შტატების, იტალიის, ჩინეთისა და უნგრეთის საელჩოებს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. 2023 წელს, განათლების საერთაშორისო ცენტრისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, უცხოეთში განათლების მისაღებად, ჯამში, საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქე დაფინანსდა. დაარსების დღიდან კი, სტუდენტებისათვის გამოყოფილმა დაფინანსებამ კი 42 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.