დაცლის პირამდე მისული სოფლის ინფრასტრუქტურული პრობლემები. მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. დასახლებაში 11 ადამიანი რჩება. ერთადერთი რაც კომუნალური სერვისებიდან აქვთ ელექტრომომარაგებაა. ეს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გრძელი ჭალაა. ადგილზე არ არის ბუნებრივი აირი, სასმელი წყალი, მაღაზია, ამბულატორია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ადგილობრივების გამოწვევებით ჟანა დიდებაშვილი და ზვიად ყარაულაშვილი დაინტერესდნენ.