ინფრასტრუქტურული პრობლემები სოფელ გორდში

ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ მოქალაქეები სოფელ გორდში. ხონის მუნიციპალიტეტის ამ გამორჩეულ დასახლებაში გზა იმდენად ამორტიზებულია, რომ უამინდობაში ადგილობრივებს გადაადგილება პრაქტიკულად არ შეუძლიათ. კიდევ ერთი პრობლემა კი ბუნებრივ აირს უკავშირდება. სოფელი არ არის გაზიფიცირებული.

ირმა ჭოლაძემ გაარკვია, რას აპირებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გზის რეაბილიტაციის მიმართულებით და აქვს თუ არა პერსპექტივა გორდის გაზიფიცირებას.