სამი სოფელი სასმელი წყლის გარეშე. უკვე წლებია ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს არ აქვს ცენტრალიზებული სისტემა, რის გამოც, მოსახლეობა წყალს ჭიდან იღებს და თუ ზაფხულში გვალვაა, ეს რესურსიც ეწურება. ვითარება მწვავეა ხაშურშიც, სადაც აბონენტებს წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. პრობლემა იმ მასშტაბურმა პროექტმა უნდა მოაგვაროს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო და მას საფრანგეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს.
რას ითვალისწინებს პროექტი, ნახეთ ნინო ფისაძის რეპორტაჟი.