კასპის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა აქვთ.
გრაკალი და თელიანი მდინარე თეძამიდან მარაგდება, თუმცა ადგილობრივების თქმით წყლის დებეტი არასაკმარისია და აუცილებელია დამატებითი წყაროები. სოფელ გრაკალში მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ჭაბურღილი გაკეთდა, თუმცა მასში წყალი არ ამოვიდა. დამკვეთმა შემსრულებელს სასამართლოში უჩივლა. უწყლო ჭაბურღილში მუნიციპალიტეტმა 54 ათასამდე ლარი გადაიხადა და ახლა ანაზღაურებას ითხოვს.
ნინო ფისაძე და მიხეილ ჯანეზაშვილი დეტალებით.