დახმარებას ითხოვენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროს მცხოვრებლები.
სამი წლის წინ, ადგილზე წყლის რეზერვუარი გაკეთდა, დამონტაჟდა საუბნო ონკანებიც, მაგრამ სასმელი წყალი სოფლის მთავარი გამოწვევაა. პრობლემურია კანალიზაციის ამორტიზებული სისტემაც.
რას აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში და როგორ აგვარებენ ადგილობრივები პრობლემას – ნახეთ ნინო ფისაძის და მიხეილ ჯანეზაშვილის სიუჟეტში.