ფოთის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია ჩატარდა. საზეიმო ღვთისმსახურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღავლინა. საზეიმო წირვას ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ. ლიტურგიის ბოლოს, მეუფემ შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მან მრევლს სიმშვიდისა და სიყვარულისკენ მოუწოდა.