საშობაო კონცერტისთვის ემზადებიან ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში.
სცენაზე ცნობილი ოპერებიდან ფრაგმენტები და ლეგენდარული კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება. პროგრამა წინა წლებისგან გასხვავებული და ამჯერადაც საკმაოდ მრავალფეროვანია.
სადღესასწაულო პროგრამა არაერთ მუსიკალურ ეპოქას მოიცავს. ქართულ მუსიკასთან ერთად აჟღერდება ჰენდელის, ბახის, შტრაუსის და სხვების ნაწარმოებები.
საშობაო კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში 24 დეკემბერს გაიმართება.