მზადება საშობაო კონცერტისთვის  

20 საათზე თბილისში, დედაენის ბაღში საშობაო კონცერტი გაიმართება.

ღონისძიება დედაქალაქის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო სოფელში ჩატარდება. მაყურებლის წინაშე ანსამბლი „ერისიონი“,  ჯგუფი „ირაო“, მომღერლები – ლიზა ბაგრატიონი და ნატო მეტონიძე, პატრიარქის ნათლულების გუნდი, ასევე სალომე ბაკურაძე და ბავშვთა ანსამბლი „ჩიკო“ წარდგებიან.

დატოვე კომენტარი