საშობაო მუსიკის კონცერტი

ტრადიციული საშობაო კონცერტი თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში.

ხვალ სცენაზე სოლისტები სიმფონიურ ორკესტრთან და სახელმწიფო საგუნდო კაპელასთან ერთად წარდგებიან. პროგრამა საშობაო კომპოზიციებს მოიცავს.

კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. საშობაო განწყობის შესაქმნელად შესრულდება ბახის, მოცარტის, ჰენდელის, ენდრიუ ლოიდ ვებერისა და კახიძის ნაწარმოებები.