ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებული მთავარი რიტუალი დასრულებულია, კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 20 წლის წინ აღდგენილი ძველი ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა, – თბილისში ალილოს მსვლელობა მოეწყო.
თეატრალიზებული სანახაობის მონაწილეებმა სამების ტაძრამდე გზა საშობაო საგალობლებით გაიარეს და გზადაგზა საშობაო შემოწირულობა შეაგროვეს, რომელიც ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გაიგზავნება.
ალილოს მსვლელობა გაიმართა რეგიონებშიც.