საშიში ვირუსები

ზაფხულის სეზონზე საქართველოში ნაწლავური ინფექციების შემთხვევების რიცხვი იზრდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ საკვებისა და სასმელი წყლის ხარისხს. ამირან გამყრელიძის თქმით, მოწამვლის შემთხვევების რაოდენობა ზაფხულში იმატებს, თუმცა ვითარება ამ დროისთვის საგანგაშო არ არის.

სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს.