ხმაურის გადაჭარბებაზე კონტროლი მკაცრდება

ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად თბილისის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოუგვარებელი რჩება.

ხმაურის შესახებ კანონის მიღებიდან რვა წლის თავზე დედაქალაქის მერიაში საჩივრების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. მოქალაქეები კანონის აღსრულების არაეფექტურობას აპროტესტებენ. საჩივრების მიხედვით, ღამის საათებში გასართობი ობიექტების დიდი ნაწილი ხმაურის დასაშვებ ზღვარს აჭარბებს, ფინანსური ჯარიმები კი არასაკმარისია. პრობლემას თბილისის მერიაშიც ადასტურებენ. გეგმის თანახმად, ყველაზე პრობლემურ უბნებზე კონტროლი ადგილობრივთა მიმართვის გარეშეც უნდა გამკაცრდეს.