სტრასბურგში 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მსჯელობა გრძელდება – დღეს დაგეგმილ დებატებზე საქართველოს საკითხზე გაკეთდება აქცენტი. საშემოდგომო სესიის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებს, ქართული დელეგაცია სწორედ ევროკომისიის პუნქტებზე სასაუბროდ იყენებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ევროპელ კოლეგებს იმ რეფორმების პროექტებს აცნობენ, რომლებზეც საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი ჯგუფები მუშაობენ. მთავარ გამოწვევად ოპოზიციის მხოლოდ ნაწილის ჩართულობა სახელდება.
ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილი პოლარიზაციის დაძლევა, პოლიტიკური ინტერესების გვერდით გადადება, პროცესის ინკლუზიურობა და სამუშაო მაგიდასთან მთელი პოლიტიკური სპექტრის ერთად ყოფნაა.