დებატები ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე

მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. სიტყვით გამომსვლელები მოუწოდებდნენ მთავრობას უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობის უფლება და მისი უფლებები იყოს დაცული. ასევე, ევროპარლამენტართა ნაწილი მოუწოდებდა მთავრობას ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას. ევროკომისარმა ქართულ მხარეს პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციის სამედიცინო ექსპერტიზასთან დაკავშირებით, დახმარება შესთავაზა.