ევროპარლამენტარების მოთხოვნა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

ევროპარლამენტარებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კიდევ ერთი რეზონანსული ინიციატივა.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის გარდა ევროპელი დეპუტატები იმ საკონსტიტუციო ცვლილებების უკან გაწვევასაც ითხოვენ, რომელიც ხელისუფლებამ ოჯახური ღირებულებების და ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვის მოტივით მოამზადა. ევროპარლამენტართა აზრით, კანონპროექტი ლგბტქ უფლებებს ზღუდავს. ცვლილებები, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილებს და არაჰეტეროსექსუალებს შეზღუდვებს უწესებს და სქესის შეცვლის სამედიცინო მანიპულაციებს, ასევე ამ საკითხების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ შეკრებებს და შესაბამისი მასალების გავრცელებას კრძალავს. ინიციატივას, რომელსაც კანონად ქცევისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის ხმები სჭირდება, ნეგატიური რეაქციები მოჰყვა ოპოზიციურ ფლანგზეც. მმართველი პარტია ევროპარლამენტის მოწოდების გათვალისწინებას არ აპირებს. საყოველთაო-სახალხო განხილვები გაგრძელდება.