სასამართლოს სადავო რეფორმა

პოლონეთი პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დგას. ვარშავა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. აქტივისტები სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ და მთავრობას ხელისუფლების ამ შტოს დამორჩილების მცდელობაში ადანაშაულებენ.

ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ რეფორმის ინიციატორები.

სადავო კანონმდებლობა ოფიციალური ვარშავის და ბრიუსელის დაპირისპირების მიზეზიც გახდა.

სასამართლო რეფორმა თუ საკადრო წმენდა უზენაეს სასამართლოში – დეტალები „მოამბეში“.