„სასამართლოს მრჩევლის” პრეზენტაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის პროგრამას „სასამართლოს მრჩეველი” პრეზენტაციას ისმენს. პროგრამის მიზანი, სასამართლო სისტემის გაძლიერებაა.

გარდა ამისა, დღეს საბჭო სულ 10 საკითხზე იმსჯელებს, მათ შორის კონკურსგარეშე სხვა სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნაზეც.

სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ 7 მოსამართლეს გაესაუბრება, რომელთაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა პირველ აგვისტოს ეწურებათ.

იუსტიცის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პროცესს ფორმალურს უწოდებს და ამბობს, რომ საბჭოს ისტორიაში არ ყოფილა მაგალითი, როდესაც საბჭოს უარი ეთქვა სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი კანდიდატისთვის უვადოდ გამწესებაზე.