სასამართლოს გადაწყვეტილება ციხის კადრების საქმეზე 

კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი იუსტიციის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ.

ზურაბ ადეიშვილი 2012 წლის ციხის კადრების საქმეში დამნაშავედ სცნეს. მასთან ერთად დანაშაულში ამხილეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ჭაკუაც, რომლის ექსტრადიცია შარშან მოხდა. პროკურატურის მასალების მიხედვით, ცხრა წლის წინ გლდანის ციხეში პატიმრების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა ადეიშვილმა მას შემდეგ დაგეგმა, რაც ამავე ციხეში მსჯავრდებულების ცემის და წამების ამსახველი ვიდეო მასალის არსებობაზე ინფორმაცია გავრცელდა. გამოძიების ვერსიით, პატიმრებზე წინასწარ დაგეგმილი ძალადობის ფაქტები მაშინ ოპოზიციაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ უნდა დაბრალებოდა, რისთვისაც გარკვეული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაც მოხდა.