თბილისის საქალაქო სასამართლომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ მისი მხრიდან ყოფილ თანამშრომელზე სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლომ მოპასუხე მხარეს, მის მიერ ერთი წლის წინ წარმოებული კამპანიის უარყოფა დაავალა. მხარემ სხვადასხვა ტელევიზიაში საჯაროდ უნდა უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. მოპასუხის ადვოკატის განცხადებით, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მიღების შემდეგ, მას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, 2018 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე მისმა ყოფილმა თანმშრომელმა, სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც უგრეხელიძემ პოსტი დატოვა.