სასამართლო სპეცოპერაციისას დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს
გადაწყვეტილების მოლოდინში – საქალაქო სასამართლო თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულებისათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. საუბარია უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეზე. პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.
უკრაინაში, დონბასის ბატალიონის მებრძოლები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. მათ გუშინ ბრალის წარდგენის დოკუმენტზე ხელი არ მოაწერეს. რას აცხადებს მათი უფლებადამცველი პროცესის დაწყებამდე.
მოამბე