ევროკომისიის ერთ-ერთი ყველაზე სადავო რეკომენდაციის გარშემო მუშაობა ფინალურ ეტაპზეა.
მართლმსაჯულების რეფორმის გარშემო პარლამენტში დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა. რა ცვლილებებია საჭირო სასამართლო სფეროს რეფორმირებისთვის და ინსტიტუციის მიმართ ნდობის გასაზრდელად – სამუშაო ჯგუფში 30-მდე წინადადების ინიცირება მოხდა. დღევანდელი დისკუსია კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების,ასევე სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის წესს ეხებოდა. სამუშაო ჯგუფში ჩართული ოპოზიციონერი დეპუტატები ადასტურებენ, რომ მართლმსაჯულების სფეროში გასატარებელ ცვლილებებზე შეთანხმება და კონსენსუსის მიღწევა, სავარაუდოდ, ყველაზე რთული იქნება.
გიორგი კობერიძემ მოისმინა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები.