გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამცხე-ჯავახეთში, ყაურმა-მამწვარას და მამწვარას სარწყავი სისტემების სათავე ნაგებობის და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ეწყობა წყალაღების ტიპის სათავე ნაგებობები, წყალგამშვები ჭები და მილხიდები; ძველი ამორტიზებული არხი მთლიანად იცვლება და მონტაჟდება მონოლითური ბეტონის არხი. სარწყავი სისტემების კაპიტალური გამართვით, ნინოწმინდის სამი სოფელი მოირწყვება.