სარფის საბაჟოზე ცოცხალი რიგია - პრობლემა ფეხით გადამსვლელებს დილიდან შეექმნათ
რიგია სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე – საბაჟო ნაწილობრივ არის გახსნილი. პრობლემა ფეხით გადამსვლელებს დილიდან შეექმნათ. მოქალაქეების განცხადებით, საზღვარი დღის პირველ ნახევარში მთლიანად ჩაკეტილი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტექნიკური შეფერხება საბაჟოს ქართულ მხარეს შეექმნა და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ამჟამად სარფის საბაჟო ნაწილობრივ არის გახსნილი. საქართველოს მოქალაქეები თურქეთში გადასვლას ავტომანქანების განყოფილებიდან ახერხებენ.