სარფის საბაჟოზე ტექნიკური შეფერხების გამო, მოქალაქეები თურქეთის მიმართულებით საზღვარს ვერ კვეთდნენ
სარფის საბაჟოზე ტექნიკური შეფერხების გამო, მოქალაქეები თურქეთის მიმართულებით საზღვარს ვერ კვეთდნენ

სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოქალაქეების რიგია. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთის პრობლემა დილიდან შეექმნათ.

მათი ინფორმაციით, საზღვარი დღის პირველ ნახევარში მთლიანად ჩაკეტილი იყო მხოლოდ მათთვის, ვისაც საქართველოდან თურქეთში გადასვლა სურდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტექნიკური პრობლემა საბაჟოს ქართულ მხარეს შეექმნა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ამჟამად, სარფის საბაჟო ნაწილობრივ გახსნილია. საქართველოს მოქალაქეები თურქეთში გადასვლას ავტომანქანებისთვის განკუთვნილი შესასვლელიდან ახერხებენ.