თელავში ბატონის ციხე-გალავნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების დაწყებამდე სპეციალისტებმა შეისწავლეს ისტორიული წყაროები. საუკუნის წინანდელი ფოტოები, სადაც კარგად ჩანს, რა სახის ცვლილებები განხორციელდა ისტორიულ ძეგლზე კომუნისტების მმართველობის პერიოდში. ციხე გალავანმა რომ ძველი იერსახე დაიბრუნოს, ლაბორატორიულად დამზადდა დუღაბის რეცეპტი რომლითაც ქვის სამუშაოები უნდა წარიმართოს. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერეკლე მეფის სახელობის პირველ საჯარო სკოლას. ამ სკოლიდან ციხის მიმართულებით ერთ-ერთი საიდუმლო გვირაბი გადის.
ჟანა დიდებაშვილი და ზვიად ყარაულაშვილი დეტალებით.