ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა, ასევე საკომუნიკაციო ქსელების მიწისქვეშ განთავსება და ბუნებრივი გაზის ამორტიზებული მილების სრულად განახლება ხდება, რომელსაც კომპანია „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარი და პანდუსები, დამონტაჟდება გარე განათების სისტემაც. მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა დაათვალიერა. სამუშაოების გამო, მიცკევიჩის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
პროექტი, რომელიც ივლისის ბოლოს დაიწყო, სამი თვის განმავლობაში განხორციელდება.