ახალი რეკრეაციული სივრცე ექნება გლდანის „ა“ მიკრორაიონს – 55-58 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ადგილზე ბავშვთა გასართობი სივრცეები მოეწყობა, ასევე განთავსდება სპორტული მოედნები და სრულად მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება. პროექტისთვის ბიუჯეტიდან მილიონ ნახევარზე მეტი დაიხარჯება.