სარეაბილიტაციო სამუშაოები

დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერების რეაბილიტაცია დაიწყო. იგეგმება გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების, საბავშვო და სპორტული მოედნების, საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკების მოწყობა. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 7 000 000 ლარია.