სოფელ რუისპირში ოთხი წლის წინ აშენებული სპორტული მოედნები კვლავ უფუნქციოა

სოფელ რუისპირში ოთხი წლის წინ აშენებული სპორტული მოედნები ამ დრომდე უფუნქციოა. თელავში არსებული კომპლექსით, რომელზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან  30 000 ლარამდე თანხა დაიხარჯა, ადგილობრივ მოსახლეობას თითქმის არ უსარგებლია. ორივე სპორტული მოედანი ექსპლუატაციაში ინფრასტრუქტურის მოწყობის დასრულების გარეშე იქნა მიღებული.

რატომ არ დასრულდა სპორტული მოედნებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა, რა არგუმენტები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასა და ვინაა პასუხისმგებელი მის მოვლა-პატრონობაზე – ჩვენს სიუჟეტში ნახავთ.