კოსტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია სრულდება.
2000 კვ. მ. ფართობის კეთილმოწყობა ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ განხორციელდა. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. განახლდა საბავშვო გასართობი მოედანი. დაირგო 16 სახეობის 800-მდე მცენარე და დამონტაჟდა სარწყავი სისტემა.
პროექტის განხორციელება 294 ათას ლარამდე დაჯდა.