სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისში

სარაჯიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. არსებული 2,5 კილომეტრიანი შუა ზოლი მოწესრიგდა, ტერიტორია გამწვანდა და სარაჯიშვილის სკვერი განახლდა. მოეწყო საველოსიპედო და საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დამცავი ღობე, გარე განათების და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები, ჯამში 52 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე 7 462 ძირი ნერგი დაირგო, ხოლო 36 576 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი. რეაბილიტირებული ტერიტორიები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.