საქართველოს პირველი არხი, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მარათონს – „ჩვენ უკრაინისთვის“ გამართავს. საქველმოქმედო მარათონი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი მაუწყებლების ინიციატივაა, რომელმაც სტარტი აიღო პოლონეთიდან. დღეს გაიმართება საქართველოში, ხვალ – ჩეხეთში. რეკორდულად სწრაფად დაიგეგმა ეს აქცია, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაძლევს სოლიდარობის, უკრაინის მხარდაჭერის შესაძლებლობას.
ავტორი: სალომე კაკაჩია
საქართველოს პირველი არხი – „ჩვენ უკრაინისთვის“