საქველმოქმედო კონცერტი

ფონდი „ნატვის ხის“ საქველმოქმედო კონცერტი 27 სექტემბერს გაიმართება. საღამო იტალია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წელს ეძღვნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ – მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე, სოპრანო ბარბარა ფრიტოლი, ტენორი კარლოს ვენტრე, ბარიტონი სიმონე პიაცოლა, ბანი გიორგი ანდღულაძე, მაესტრო ჯუზეპე საბატინი და ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი.

შემოსული თანხა გადაირიცხება ქართველ, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისა და ასევე მეგობარი უკრაინელი ოჯახების დასახმარებლად. კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.