თბილისს მაესტრო ჯუზეპე საბატინი ეწვია. მას საერთაშორისო აეროპორტში მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე პირადად დახვდა. იტალიელი ტენორი თბილისში 27 სექტემბერს, ფონდ „ნატვრის ხის“ დამფუძნებლის ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტს უდირიჟორებს. ღონისძიება მიეძღვნება საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლის თავს. შემოსული თანხა გადაირიცხება ქართველ, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისა და ასევე მეგობარი უკრაინელი ოჯახებისა და ბავშვების დასახმარებლად.