ორი თვის გიორგი დავითულიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ბავშვი დაიბადა ასფიქსიით, განუვითარდა თავის ტვინის ინფარქტი, ჰიდროცეფალია. პატარა გიორგი ამჟამად თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში მკურნალობს. ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც ოჯახს არ გააჩნია.
გიორგი დავითულიანის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ.