შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექპერტიზის პასუხის შემდეგ პროკურატურამ საქმის კვალიფიკაცია დაამძიმა.

საქმეს დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატა. დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა ექსპერტიზით დგინდება, რომ ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები მთელ სხეულზე. საკითხზე ცოტა ხნის წინ კომენტარი გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და პროკურატურამ გააკეთეს.

ხათუნა გაგნიძე დეტალებით.