საზოგადოების დახმარება ექვსი თვის ილია კაპანაძეს ესაჭიროება.
ჩვილს მძიმე დაავადება, სპასტიური ცერებრული დამბლა დაუდგინა. დაავადება ადრეულ ფაზაშია და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. მკურნალობისთვის ილია კაპანაძე საზღვარგარეთ, საფრანგეთში უნდა გაემგზავროს. ოჯახს არ გააჩნია საფრანგეთში ჩვილის გამგზავრებისთვის აუცილებელი თანხა. საუბარია 3 000 ევროზე.
ილია კაპანაძის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშზე შეუძლიათ. მიმღები ნინო ჭურაძე.