საქველმოქმედო განცხადება

რვა წლის დათოს სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოების დახმარება სჭირდება.

31 მარტს ის შარტავას ქუჩაზე სკოლაში წასასვლელად ტრანსპორტს ელოდებოდა, როდესაც სწრაფად მიმავალმა მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბავშვს დაეჯახა. დათო იბრძვის სიცოცხლისთვის. წინ მკურნალობის გრძელი გზა აქვს გასავლელი.

ყველას, ვისაც სურს დათოს დახმარება, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.