დაჭრილი პატიმრის ოჯახის მოთხოვნა

დაჭრილი პატიმრის ოჯახი მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტებისა და ექიმების ჩართვას ითხოვს. „მოამბე“ პატიმრის ბიძას, დიმიტრი სვანიძეს ესაუბრა. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ოჯახი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს, რათა უმოკლეს ვადებში უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანა მოხერხდეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაასაჯაროვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები, რა დროსაც პატიმარმა ესკორტის ოფიცერს ე.წ. კაბურიდან იარაღი ამოაცალა და სამჯერ გაისროლა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში ჭრილობა მიიყენა და ახლა კომატოზურ მდგომარეობაშია.