საზოგადოების დახმარება 15 წლის იოსებ ერაძეს სჭირდება. მას ცერებრალური დამბლა აქვს და ოპერაციის გაკეთებას საჭიროებს, რომელიც უკვე ჩანიშნულია. თუმცა ის საზღვარგარეთ უნდა გაკეთდეს და სოლიდური თანხა ჯდება. ოჯახს არ აქვს ამხელა შესაძლებლობა და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.
ყველას ვისაც სურს 15 წლის იოსების დახმარება, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზეა შესაძლებელი.