საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოების დახმარება ერთი თვის მარიამს სჭირდება. ჩვილს დაბადებისას დაუდასტურდა ჰიპერ-ინსულიმენია, რაც გულისხმობს ორგანიზმში ინსულინის გამომუშავების დეფიციტს, მარიამი დაბადებიდან იმყოფება სამშობიაროში და გადის მკურნალობის კურსს. პატარას სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაციის ჩატარება. საჭიროა ბავშვის თურქეთში გადაყვანა, რაც დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. ოჯახი დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.

ყველას, ვისაც ერთი თვის მარიამის დახმარების სურვილი აქვს, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.