საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოების დახმარება 22 წლის ნიკოლოზ ბერძენიშვილს სჭირდება. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მას ხერხემალი დაუზიანდა, ახლახანს კი თურქეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნიკას ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია. ოჯახის ინფორმაციით, ოპერაცია სასწრაფოდ გასაკეთებელია, რადგან რაც დრო გადის, უფრო მეტად მცირდება იმის შანსი, რომ მან კვლავ შეძლოს სიარული.

ყველას, ვისაც სურს ნიკოლოზ ბერძენიშვილს დახმარება, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზეა შესაძლებელი.