საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოების დახმარება 24 წლის გელა ნავროზაულს სჭირდება. მას ტუბერკულიოზური მენინგო ენცეფალიტი აღენიშნება, აქვს სუნთქვის და ღვიძლის მწვავე უკმარისობა. მკურნალობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. გადაუდებელი მკურნალობის გაგრძელება დიდ თანხასთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.

ყველას, ვისაც შეუძლია 24 წლის ახალგაზრდის დახმარება – თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომერზეა შესაძლებელი.